იყო შაშვი მგალობელი

 
დასახელება:იყო შაშვი მგალობელი
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა:
დასახელება: იყო შაშვი მგალობელი
ჟანრი:
კომედია, დრამა,
წელი: 1970
პროდიუსერი: ოთარ იოსელიანი
ენა: ქართული
როლებში: გელა კანდელაკი, გოგი ჩხეიძე, ჯანსუღ კახიძე, ირინა ჯანდიერი, მარინა ქარცივაძე, ია მდივანი

მოკლე შინაარსი:
გია აგლაძე საოპერო თეატრის ორკესტრის ლიტავრისტია. მას ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავს. კეთილი ნატურის მქონე მუსიკოსი ცდილობს ყველაფერში მიიღოს მონაწილეობა. ყოველთვის სადღაც გარბის, სულ აგვიანებს და არაფერი მიჰყავს ბოლომდე... და უკანასკნელ წუთზე ასწრებს ლიტავრზე დარტყმას...(V)





იხილეთ სრულად →

რაც გინახავს ვეღარ ნახავ

 
დასახელება:რაც გინახავს ვეღარ ნახავ
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: დასახელება: რაც გინახავს ვეღარ ნახავ
ჟანრი:
სათავგადასავლო, კომედია,
წელი: 1967
პროდიუსერი: მიხეილ ჭიაურელი
ენა: ქართული
როლებში: არჩილ გომიაშვილი, სერგეი ამრტინსონი, სოფიკო ჭიაურელი, გიორგი შენგელაია

მოკლე შინაარსი:

იხილეთ სრულად →

აბეზარა (1956)

 
დასახელება:აბეზარა (1956)
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ფილმის შინაარსი:
სამშენებლო ტრესტის მმართველის მხიარულ, მაგრამ ენამწარე მძღოლს, ლიას შემტევი ხასიათის გამო "აბეზარა" შეარქვეს. უფროსის ფუქსავატ ცოლს, რომელიც გაუთავებლად საყიდლებზე დაატარებს, აბეზარა ვეღარ შეეგუება და სამუშაოდ ახალგაზრდა არქიტექტორ გიორგისთან გადავა. გიორგის საცოლე მძღოლზე იეჭვიანებს და აითვალწუნებს. ლიას უფროსის სიყვარული გულში მართლაც შეჰპარვია, თუმცა მშენებელთა კრებაზე გიორგის მაინც მკაცრად გააკრიტიკებს. გიორგის მოხსნას უპირებენ. აბეზარა მინისტრთან შევა, მშენებლობის პრობლემებს აუხსნის და გიორგის უსიამოვნებისგან იხსნის. ლიას გულწრფელობა გიორგის მოხიბლავს და გადაწყვეტს ბედი მას დაუკავშიროს.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: აბეზარა
გამოშვების წელი: 1956
ჟანრი: მხატვრული ფილმი, კომედია
რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
როლებში: ლეილა აბაშიძე (ლია), თენგიზ მუშკუდიანი (გიორგი), გიორგი გეგეჭკორი

იხილეთ სრულად →

ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (1965)

 
დასახელება:ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (1965)
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ფილმის შინაარსი:
ნანი შემთხვევით ნაპოვნ უბის წიგნაკში მოქალაქეთა გვარებს და მათი მოკვლის ხერხებს ამოიკითხავს. ჩანაწერების ნახვის შემდეგ, ქალიშვილს მილიციიდან სიცილით გამოისტუმრებენ, თუმცა მიამიტი ქალიშვილი დარწმუნებულია, რომ ბოროტმოქმედის გეგმა აღმოაჩინა. იგი აღწერილ პიროვნებათა ადგილსამყოფელს დაადგენს და თითოეულ მათგანს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეატყობინებს. ყველა შეშფოთდება, მაგრამ მალე ჩანაწერების ავტორი გამოჩნდება და მილიციას აუხსნის, რომ წიგნაკში დეტექტიური ჟანრისათვის გამოგონილ პერსონაჟთა გვარებია ჩამოწერილი.

იხილეთ სრულად →

ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (1983)

 
დასახელება:ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (1983)
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ფილმის შინაარსი:
ფილმი კომედიური ხასიათისაა. იგი ნიღაბს ხდის საზოგადოებისათვის მიუღებელ ფორმალიზმს და ბიუროკრატიზმს. მოქმედება ვითარდება ერთ-ერთ შემოქმედებით ორგანიზაციაში, სადაც მუშაობენ თავიანთი ვიწრო, ობივატელური ინტერესების ჩარჩოში მომწყვდეული ადამიანები. ფილმი მიზნად ისახავს გაახსენოს ადამიანებს, რომ შეუძლებელია ცხოვრება ამაღლებული, წმინდა გრძნობების გარეშე, რომ ყოველ ადამიანს უნდა სწამდეს, იღწვოდეს, ქმნიდეს.
ინფორმაცია ფილმზე:

იხილეთ სრულად →

მონანიება (1986) [DVD9]

 
დასახელება:მონანიება (1986) [DVD9]
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ფილმის შინაარსი:
ფილმი 1937 წლის რეპრესიების ღრმად აქტუალურ , ადამიანის ზნეობრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის პრობლემას... რაც უფრო მეტი ძალაუფლებაა თავმოყრილი ადამიანის ხელში , მით უფრო იზრდება მისი მორალური პასუხისმგებლობა , მნიშვნელობა მისი პოლიტიკური სიფხიზლისა და შორსმჭვრეტელობისა თანამედროვეობის და მომავალი თაობის მიმართ...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: მონანიება
ჟანრი: დრამა
წელი: 1986
რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორები: ნანა ჯანელიძე, თენგიზ აბულაძე, რეზო კვესელავა
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ აგრანოვიჩი
მხატვარი: გიორგი (გოგი) მიქელაძე
ხმის ოპერატორი: დიმიტრი გედევანიშვილი
მემონტაჟე: გულნარა ომაძე

იხილეთ სრულად →

ბეღურების გადაფრენა

დასახელება:ბეღურების გადაფრენა
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა:

იხილეთ სრულად →

ვედრება (1967/GEO/DVD9)

 
დასახელება:ვედრება (1967/GEO/DVD9)
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ფილმის შინაარსი:
მთის კანონი სჯის თემის წინააღმდეგ ამხედრებულ ბუნტარებს, თუნდაც ისინი წმინდათა წმინდა ზნეობრივ პრინციპთა დამცველებად გამოდიოდნენ, როგორც მოუვიდა ალუდას, როდესაც მტრის ვაჟკაცობით მოხიბლულმა მარჯვენა არ მოსჭრა მას და ჯოყოლას, რომელმაც სტუმარ-მასპინძლობის მამა-პაპური წესით თავის ჭერქვეშ თავშეფარებული მოსისხლე მტერი არ გასცა... ალუდა ადათის დარღვევისთვის თემიდან გააძევეს... ქისტმა ჯოყოლამ მთაში ნადირობისას ხევსური ზვიადაური გაიცნო, უმასპინძლა, ღამე გაათევინა, მაგრამ ქისტებმა მოსისხლე მტერი იცნეს, ჯოყოლას სტუმარი წაართვეს და ქისტის საფლავს ზედ დააკლეს... ჯოყოლამ ზვიადაურის დაცვა ვერ შეძლო, შეურაცხყოფა ვერ აიტანა და თავი მტერს შეაკლა...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ვედრება
ჟანრი: დრამა
წელი: 1967
რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორები: ანზორ სალუქვაძე, რეზო კვესელავა, თენგიზ აბულაძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე ანტიპენკო
მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
ხმის ოპერატორი: მიხეილ ნიჟარაძე

იხილეთ სრულად →

მოიტაცეს თამარ ქალი (1971)

 
დასახელება:მოიტაცეს თამარ ქალი (1971)
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ფილმის შინაარსი: ექთან თამრიკოზე შეყვარებული დათოს მეგობრები შეიტყობენ, რომ ქალიშვილი გათხოვებას აპირებს და გადაწყვეტენ დათოს მასთან დაახლოებაში დაეხმარონ. ქალიშვილს დაზარალებულისთვის სასწრაფო დახმარებას სთხოვენ და ქალაქგარეთ გაიტყუებენ. თამრიკო გვიან მიხვდება, რომ ავადმყოფთან არ მიყავთ, აღშფოთებული უკან დაბრუნებას მოითხოვს, მაგრამ გამტაცებლები თანდათან მის მოხიბლვას და დათანხმებას შეძლებენ. მეგობრები თამრიკოს მშობლებს ქალიშვილის გაბედნიერებას შეატყობინებენ. დათოს და თამრიკოს დაქორწინებას მეგობრები და ნათესავები ერთად აღნიშნავენ.
დამდგმელი რეჟისორი: ლეილა გორდელაძე
სცენარის ავტორი: ლეილა გორდელაძე
დამდგმელი ოპერატორი: გენო ჩირაძე
მხატვარი: ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: გიორგი ცაბაძე
ხმის ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: ოფელია გევორქიანი

იხილეთ სრულად →

არსენა მარაბდელი / 1963

 
დასახელება:არსენა მარაბდელი / 1963
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ფილმის მიმოხილვა: ისტორია ქართველი ყაჩაღის შესახებ, რომელის მდიდრებს ძარცვავდა და მათ ქონებას ღარიბებს ურიგებდა...
რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
როლებში: ბაღაშვილი, ვაჩნაძე, იმედაშვილი
თარიღი: 1963
ენა: ქართული
ხარისხი: TS
დრო: 80წუთი
ზომა: 670MB

იხილეთ სრულად →

« 1 2 3 4 ... 7 8 »

 

Copyright © 2007-2010 Designed by JAFO