კი
არა


სამანიშვილის დედინაცვალი / 1977

 

 
 

დასახელება:სამანიშვილის დედინაცვალი / 1977
კატეგორია:ქართული ფილმები
აღწერა:

ფილმის შინაარსი: ქვრივი აზნაური ბეკინა სამანიშვილი სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მამის სურვილი თავზარს დასცემს ბეკინას ვაჟს, გაღატაკებულ პლატონს, რომელიც გაჭირვებით ახერხებს საკუთარი წვრილშვილის რჩენას. ქონების მოზიარის გაჩენის შიში აიძულებს პლატონს, მამას საცოლე თავად გამოუძებნოს. სოფელ–სოფელ სიარულით ის სასურველ სადედინაცვლოს მიაგნებს, მაგრამ წვალება და დამცირება ფუჭად ჩაუვლის – ქალი, რომელიც ბეკინას ცოლობამდე ორჯერ ისე დაქვრივდა, რომ შვილი არ ყოლია, სამანიშვილებს მემკვიდრეს შესძენს.
დასახელება: სამანიშვილის დედინაცვალი
წელი: 1977
ჟანრი: ტრაგიკომედია
დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი
დამდგმელი ოპერატორები: ლომერ ახვლედიანი, იური სხირტლაძე
მხატვრები: ბორის ცხაკაია, ჯემალ კუხალეიშვილი, ნაუმი ფურმანი
მონაწილეობენ: ვასილ კახნიაშვილი (ბეკინა), იმედა კახიანი (პლატონი), ნოდარ ჩაჩანიძე (კირილე), ვენერა ნეფარიძე (დედინაცვალი), ბერტა ხაფავა (მელანო), შოთა გაბელაია (არისტო), სალომე ყანჩელი, თამარ ღვინიაშვილი, ნესტან კვეიძე, ვასილ ჩხაიძე, არკადი ბაქრაძე, გივი მოდებაძე, როდერი ჩაჩანიძე, ქეთევან შარიქაძე, ა. ნიკოლაიშვილი, გიზო კაკაურიძე, გურამ წერეთელი, ოთარ ქურციკიძე, ა. რამიშვილი
გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
(Allshares.ge)



 


სულ კომენტარები : 0

სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright © 2007-2010 Designed by JAFO