კი
არა


ვედრება (1967/GEO/DVD9)

 

 
 

დასახელება:ვედრება (1967/GEO/DVD9)
კატეგორია:ქართული ფილმები
აღწერა:

ფილმის შინაარსი:
მთის კანონი სჯის თემის წინააღმდეგ ამხედრებულ ბუნტარებს, თუნდაც ისინი წმინდათა წმინდა ზნეობრივ პრინციპთა დამცველებად გამოდიოდნენ, როგორც მოუვიდა ალუდას, როდესაც მტრის ვაჟკაცობით მოხიბლულმა მარჯვენა არ მოსჭრა მას და ჯოყოლას, რომელმაც სტუმარ-მასპინძლობის მამა-პაპური წესით თავის ჭერქვეშ თავშეფარებული მოსისხლე მტერი არ გასცა... ალუდა ადათის დარღვევისთვის თემიდან გააძევეს... ქისტმა ჯოყოლამ მთაში ნადირობისას ხევსური ზვიადაური გაიცნო, უმასპინძლა, ღამე გაათევინა, მაგრამ ქისტებმა მოსისხლე მტერი იცნეს, ჯოყოლას სტუმარი წაართვეს და ქისტის საფლავს ზედ დააკლეს... ჯოყოლამ ზვიადაურის დაცვა ვერ შეძლო, შეურაცხყოფა ვერ აიტანა და თავი მტერს შეაკლა...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ვედრება
ჟანრი: დრამა
წელი: 1967
რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორები: ანზორ სალუქვაძე, რეზო კვესელავა, თენგიზ აბულაძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე ანტიპენკო
მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
ხმის ოპერატორი: მიხეილ ნიჟარაძე
მემონტაჟე: ლუსია ვარტიკიანი
როლებში: სპარტაკ ბაღაშვილი (ღვთისია), რუსუდან კიკნაძე (ქვრივი-ქალი), რამაზ ჩხიკვაძე (მაცილი), თენგიზ არჩვაძე (ალუდა), გეიდარ ფალავანდიშვილი (მუცალი), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ჯოყოლა), ზურაბ ქაფიანიძე (ზვიადაური), ნანა ქავთარაძე (აგაზა), ირაკლი უჩანეიშვილი (მუსა)
IMDB: 7.9/10 (9,115 ხმა)
დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ხანგძლივობა: 01 : 16 : 00
ხარისხი: DVD9
ენა: ქართული
გადაღებულია ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მოტივების მიხედვით...
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1968 წელს...
ფესტივალები და პრიზები:
>>> გრან-პრი, სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, იტალია (1973)...
სურათი I
სურათი II
სურათი III
სურათი IV
სურათი V
სურათი VI



 


სულ კომენტარები : 0

სახელი *:
Email *:
კოდი *:

Copyright © 2007-2010 Designed by JAFO