შეწყვეტილი სიმღერა / 1960

 
დასახელება:შეწყვეტილი სიმღერა / 1960
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ღწერა: მეორე მსოფლიო ომის დროს სლოვაკი მეომარი მიშო ზვარა საქართველოში მოხვდება. სოხუმის ჰოსპიტალში დაჭრილი მეგობრის სანახავად მისული ქართველ ექიმს, ელიკო გელოვანს შეხვდება. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ ომი გრძელდება და ჯარისკაცი ფრონტზე ბრუნდება. ერთ–ერთ ბრძოლაში მძიმედ დაჭრილ, ფეხმოკვეთილ მიშოს კვლავ სოხუმის ჰოსპიტალში მოათავსებენ. იგი საყვარელ ქალთან შეხვედრას გაურბის, მაგრამ ელიკო მას თვითონ მოძებნის. ომის დამთავრების შემდეგ წყვილი სლოვაკეთში განაგრძობს ცხოვრებას.
დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორები: კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ალბერტ მარენჩინი, ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
მხატვრები: რუდოლფ კოვაჩი, ევგენი მაჭავარიანი
კომპოზიტორები: რევაზ ლაღიძე, ტიბორ ანდრაშოვანი
ხმის ოპერატორები: დავით ლომიძე, რუდოლფ პავლიჩეკი
მემონტაჟეები: ვასილ დოლენკო, ბედრიჩ ვოდერკა
მონაწილეობენ: იულიუს პანტიკი (მიშო ზვარა), ლია ელიავა (ელიკო გელოვანი), ვერიკო

იხილეთ სრულად →

ჩაკლული სული / 1994 / DVDRip

 
დასახელება:ჩაკლული სული / 1994 / DVDRip
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ფილმის შესახებ: ფილმი ინტელიგენციის იმ თაობის მწარე ხვედრს წარმოაჩენს, რომელიც იდეოლოგიურ დესპოტიზმს დაუპირისპირდა. პოლიტიკურ შეხედულებათა თავისუფალი გამოხატვისთვის პოეტ თამაზ ენგურს შინსახკომის ჯურღმულში გამოამწყვდევენ. ძალადობა, ციხეში ნანახი და განცდილი მის სულს მძიმე დაღს დაასვამს, საპატიმროდან გათავისუფლებული თამაზი გულის შეტევით კვდება.
გადაღებულია გრიგოლ რობაქიძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
ნფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ჩაკლული სული.
გამოშვების წელი: 1994
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე.
როლებში: მურმან ჯინორია (თამაზ ენგური), ლიკა ქავჟარაძე (ნატო წერეთელი), ზურაბ ყიფშიძე (არტურ ბერზინი), ნუგზარ ყურაშვილი (ნიკო ბრეგაძე)

იხილეთ სრულად →

სამანიშვილის დედინაცვალი / 1977

 
დასახელება:სამანიშვილის დედინაცვალი / 1977
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ფილმის შინაარსი: ქვრივი აზნაური ბეკინა სამანიშვილი სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მამის სურვილი თავზარს დასცემს ბეკინას ვაჟს, გაღატაკებულ პლატონს, რომელიც გაჭირვებით ახერხებს საკუთარი წვრილშვილის რჩენას. ქონების მოზიარის გაჩენის შიში აიძულებს პლატონს, მამას საცოლე თავად გამოუძებნოს. სოფელ–სოფელ სიარულით ის სასურველ სადედინაცვლოს მიაგნებს, მაგრამ წვალება და დამცირება ფუჭად ჩაუვლის – ქალი, რომელიც ბეკინას ცოლობამდე ორჯერ ისე დაქვრივდა, რომ შვილი არ ყოლია, სამანიშვილებს მემკვიდრეს შესძენს.
დასახელება: სამანიშვილის დედინაცვალი
წელი: 1977
ჟანრი: ტრაგიკომედია
დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი
დამდგმელი ოპერატორები: ლომერ ახვლედიანი, იური სხირტლაძე
მხატვრები: ბორის ცხაკაია, ჯემალ კუხალეიშვილი, ნაუმი ფურმანი
მონაწილეობენ: ვასილ კახნიაშვილი (ბეკინა), იმედა კახიანი (პლატონი), ნოდარ ჩაჩანიძე (კირილე), ვენერა ნეფარიძე (დედინაცვალი), ბერტა ხაფავა (მელანო), შოთა გაბელაია

იხილეთ სრულად →

ცოდვის შვილები / 1989

 
დასახელება:ცოდვის შვილები / 1989
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: შინაარსი: ხევსურმა მგელიკამ ქისტი შეიპყრო და გამოსასყიდის მოლოდინში მტერი ერდოზე დააბა ძაღლივით. ჩამოთოვა. ქისტის გამოსახსნელად არავინ ჩანდა. მგელიკას ზედმეტი მჭამელის შენახვა გაუჭირდა, არაქრისტიანული საქციელისთვის ცოლ-შვილი და სოფელიც მოიმდურა. ვითომ შემთხვევით ქისტს გასაღები მიუგდო, მაგრამ ტყვემ უღირსად გაპარვა არ იკადრა და სიცივეში ამოხდა სული. მგელიკამ გარდაცვლილის ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალვა გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქისტის ცოლ-შვილი. ხევსური შეძრა უმწეო ქალის და დაობლებული ბავშვების ცოდვამ, რომლებსაც გამოსასყიდად მარჩენალი საქონელი წამოეყვანათ და იქვე მოიკლა თავი.
ჟანრი: დრამა
დამდგმელი: რეჟისორი გოდერძი ჩოხელი
სცენარისტი: გოდერძი ჩოხელი
დამდგმელი ოპერატორი: გურამ საძაგლიშვილი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
როლები: შალვა ქირიკაშვილი (ქორძო), ზურაბ ყიფშიძე (მგელიკა), მარინა ჯანაშია, ლეო (ლევან) ფილფანი, ამირან ტაკიძე, კარლო საკანდელიძე, გივი ხახიძე, პაატა ტარსიაშვილი

იხილეთ სრულად →

ორმაგი სახე / 1997

 
დასახელება:ორმაგი სახე / 1997
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ფილმის შინაარსი: ნარკოტიკები, ფული, მკვლელობა, ციხე... ცოდვებით დამძიმებული, ნაადრევად დაბერებული გიოს წინაშე მოულოდნელად სულის გადარჩენისკენ მიმავალი გზა იხსნება – თურმე როგორ სჭირდება მამობრივი სიყვარული და განკურნების რწმენა მის პატარა, ხეიბარ ბიჭს, რომლის არსებობით არასდროს დაინტერესებულა. გიო შვილის ჯანმრთელობისთვის იწყებს ბრძოლას.
დასახელება: ორმაგი სახე
წელი: 1997
ჟანრი: დრამა
დამდგმელი რეჟისორი: ლევან ანჯაფარიძე
მონაწილეობენ: გიორგი გურგულია, გიორგი ანჯაფარიძე, თემურ გვალია, ლია ქობულაძე, ზურაბ ბეგალიშვილი, ამირან შარმანაშვილი, თემურ კალანდაძე, გიორგი (გოგა) პიპინაშვილი, გიორგი კაჭარავა, გია მუჯირი, ვაჟა ფირცხალაიშვილი

იხილეთ სრულად →

საქართველოს საგანძური / The Treasure Of Georgia

 
დასახელება:საქართველოს საგანძური / The Treasure Of Georgia
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ფილმის შინაარსი: ფილმი ეძღვნება საქართველოს ისტორიას და კულტურას!
ინფორმაცია ფილმზე
დასახელება: საქართველოს საგანძური
გამოსვლის წელი: უცნობია
ჟანრი: დოკუმენტური, ისტორიული, შემეცნებითი
რეჟისორი: ა. გვახარია

დამატებითი ინფო:
გამომშვები: საქართველო
ხანგრძლივობა: 00:30.52
გახმოვანება: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული

იხილეთ სრულად →

განსაკუთრებული ძალა

 
დასახელება:განსაკუთრებული ძალა
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: აღწერა:
ორი ბავშვი წითელ ელბურთულას შეეხება რომლებიც მათში შევლენ ვენიდან მათ განსაკუთრებული ძალა აქვთ და ტელეპორტაცია და ასეთები შეუძლიათ და მესამეს კი დროში მოგზაურობა...

ინფორმაცია ფაილზე:
დასახელება:განსაკუთრებული ძალა
ჟანრი:ფანტასტიკა
გამომშვები:2009
როლებში:გიორგი ყიფშიძე, ლაშა ბეკურაშვილი, გიორგი გულედანი.

იხილეთ სრულად →

ძმა (1981/GEO/DVDRip)

 
დასახელება:ძმა (1981/GEO/DVDRip)
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ფილმის შინაარსი:
სოციალური უსამართლობის გამო მთავრობასთან დაპირისპირებული, სოციალისტებთან კავშირისთვის კატორღაში გადასახლებული, ერთ დროს პატიოსანი მშრომელი გლეხი გიო მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდება, მაგრამ მისთვის ყველა გზა მოჭრილია, საერთოს ვეღარც ყოფილ თანამოაზრეებთან პოულობს. გიოს ერთადერთი გულშემატკივარი მისი ძმა ბექარია. გიოს ჟანდარმერიის უფროსი ფაღავა დევნის, საშველს არ აძლევს და ბოლოსდაბოლოს მოკლავს კიდეც. ფაღავა ბექარს ჟანდარმერიაში სამსახურს შესთავაზებს, მაგრამ ძმის სიკვდილით და ფაღავას ვერაგობით გამწარებული ბიჭი ძმის მკვლელს სიცოცხლეს გამოასალმებს.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ძმა
გამოშვების წელი: 1981
ჟანრი: სათავგადასავლო, ისტორიულ-რევოლუციური
რეჟისორი: თემურ ბაბლუანი
როლებში: არჩილ სამხარაძე (ბექარი), ლევან თურმანიძე (გიო), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ფაღავა), შოთა (II) ნოზაძე (მამა), თეიმურაზ დოლიძე (ექიმი), ლეო (ლევან) ფილფანი, გივი ჩუგუაშვილი (სოციალისტი), მედეა ნემსიწვერიძე, იური გეწაძე

იხილეთ სრულად →

კაცი საელჩოდან (2006/GEO/TVRip)

 
დასახელება:კაცი საელჩოდან (2006/GEO/TVRip)
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ფილმის შინაარსი:
ფილმი მოგვითხრობს ჰერმერტ ნოიმანზე, რომელიც მუშაობს ფინანსურ მრჩევლად გერმანიის საელჩოში საქართველოში. მოსაბეზრებელი ოფისიდან დაბრუნების შემდეგ ცდილობს გაექცეს მოწყენილობას. მისი მონოტონური ცხოვრება მაშინ მთავრდება, როდესაც ის ცამეტი წლის გოგონას ხვდება ბაზარში. შემთხვევითი ნაცნობობა გადაიქცევა მეგობრობად, მაგრამ საზოგადოებაში ეჭვი ჩნდება, რომ საელჩოს თანამშრომელსა და ქუჩის ბავშვს შორის ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით არ შემოიფარგლება...

ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: კაცი საელჩოდან
გამოშვების წელი: 2006
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: დიმიტრი ცინცაძე
პროდიუსერები: გურამ (გუკა) რჩეულიშვილი, კრისტინე რუპერტი
სცენარის ავტორები: დიტო ცინცაძე, ზაზა რუსაძე
დამდგმელი ოპერატორი: ბენედიქტ ნოიენფელზი
დამდგმელი მხატვრები: ვაჟა ჯალაღანია, ალექსანდრე შერერი
როლებში: ბურგჰარტ კლაუსნერი (ჰერბერტ ნოიმანი), ლიკა მარტინოვა (საშკა), მარიკა გიორგობიანი (ნანა), ირმ ჰერმანი (ფრაუ სპეკი), როლანდ სჩოფერ
(ამბასადორი)

იხილეთ სრულად →

როცა აყვავდა ნუში

 
დასახელება:როცა აყვავდა ნუში
კატეგორია: ქართული ფილმები
აღწერა: ფილმის შესახებ:
ჟანრი: დრამა, კრიმინალური
წელი: 1972
ქვეყანა: საქართველოროცა აყვავდა ნუში/ Когда зацвел миндаль / (1972)
დამდგმელი რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორები: ზაირა არსენიშვილი, ლანა ღოღობერიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
მხატვარი: გივი გიგაური
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
მონაწილეობენ: ზურაბ ყიფშიძე (ზურა), გოგა ფიფია (ლექსო), თინათინ ვარდანაშვილი (ხათუნა), ეკა მაღალაშვილი (ეკა), სესილია თაყაიშვილი (ბებია ვარო), დოდო აბაშიძე (ნიკო), ლია კაპანაძე (თალიკო – დედა), დიმიტრი თაყაიშვილი (თორნიკე), ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი (გიორგი), შოთა დაუშვილი (ვატა), მარინე თბილელი, კახა ჩიტაია, გ. გედევანიშვილი, კოკი გაწერელია, გოგი ჩიტაია, ს. გრიგორიადისი, თ. კვარაცხელია, მ. რიჟამაძე, მერაბ აბრამიშვილი, მ. ჯაფარიძე, ნინო კალანდარიშვილი, ქ. მაყაშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი

იხილეთ სრულად →

« 1 2 3 4 5 6 7 8 »

 

Copyright © 2007-2010 Designed by JAFO